უბედური შემთხვევა

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

flickr

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

უწყებაში ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები