კულტურის სამინისტრო

დათო ტურაშვილი კულტურის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრიდან კლინიკაში გადაიყვანეს

book.gov.ge

მწერალი დავით ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მწერლების შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მწერალი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა მაინც საჭიროდ ჩათვალეს.

ცნობისთვის, კულტურისა და სპორტისა მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა. ამის შემდეგ, საუბარი პოეტ ზვიად რატიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაგრძელდა.

კომენტარები