ვითარება გზებზე

ნაქერალაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი დ ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები