თემირლან მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილის ოჯახს დედა სიდონიამ და მალხაზ სონღულაშვილმა მიუსამძიმრეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დაკრძალეს. 

მის დაკრძალვაზე დედა სიდონია, ასევე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი იმყოფებოდნენ. მათ მაჩალიკაშვილების ოჯახს მიუსამძიმრეს. 

19 წლის მაჩალიკაშვილი გუშინ დილით, 10 იანვარს გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. 

მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი ამბობს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლანმაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)

ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვალერი კვარაცხელია

კომენტარები