Facebook

ზაკერბერგი: Facebook News Feed-ში ბრენდების და მედიის პოსტები ნაკლებად გამოჩნდება

Getty Images

Facebook-ი News Feed-ის მუშაობის პრინციპს შეცვლის. რამდენიმე კვირაში News Feed-ში ბიზნესების, ბენდების და მედია საშუალებების პროდუქტი ნაკლებად გამოჩნდება და მის ნაცვლად უპირატესობა ოჯახებს და მეგობრებს შორის მიმოწერას მიენიჭება. ამის შესახებ Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მომხმარებლისაგან, რომ ბიზნესების, ბრენდების და მედია საშუალებების პოსტები განდევნის მათ პერსონალურ მომენტებს [News Feed-იდან]."

"ჩვენ შევქმენით Facebook იმისათვის, რომ დავხმარებოდით ადამიანებს კონტაქტის შენარჩუნებაში და იმ ხალხთან დაახლოებაში, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაყენებდით ჩვენი გამოცდილების ცენტრში მეგობრებს და ოჯახს. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება აუმჯობებსებს ჩვენს კეთილდღეობას და ბედნიერებას."

"ჩვენ ამ მიმართულებით ცვლილებები გასულ წელს დავიწყეთ, თუმცა ამ ახალი ფოკუსის ყველა პროდუქტზე გავრცელებას თვეები დასჭირდება. პირველი ცვილებები, რასაც დაინახავთ იქნება News Feed-ში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ თქვენი მეგობრების, ოჯახის და ჯგუფების მეტ პოსტს."

"ჩვენ ვხედავთ, რომ Live ვიდეოებზე მეტი ინტერაქციაა, ვიდრე ჩვეულებრივებზე. ზოგიერთი ახალი ამბავი ხელს უწყობს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს. თუმცა დღეს ვიდეოს ყურება, ახალი ამბების კითხვა და გვერდის განახლება უფრო ხშირად მხოლოდ პასიური გამოცდილებაა."

"ამ ცვილებებით იმედი მაქვს, რომ დრო, რომელსაც ხალხი Facebook-ზე ატარებს და მათი ურთიერთობის მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა ასევე მოველი, რომ ის დრო, რომელსაც facebook-ზე გაატარებენ უფრო ღირებული იქნება." დაწერა მან.

კომენტარები