ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ქვლივიძის ადვოკატი: შემავალი ჭრილობა არც ერთს არ აქვს, უბრალოდ, დასერილი აქვთ

ერთ-ერთი დაჭრილი, "ბასიანის" დაცვის უფროსი ზვიად მესხი
https://www.facebook.com/qeti.kalandarishvili

"ბასიანზე" სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის თამაზ ქვლივიძის ადვოკატის თქმით, "შემავალი ჭრილობა არც ერთს არ აქვს, უბრალოდ, დასერილი აქვთ"... მისივე მტკიცებით, ორმა დაზარალებულმა სხეულის დაზიანება "გაშველების გამო" მიიღო.

"მოხდა ურთიერთშელაპარაკების გამო, ორი პიროვნება დაჭრილია და სხეულის დაზიანება მიღებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაშველების შედეგად. არცერთი ჭრილობა შემავალი არ არის... არც ერთს არა აქვს, უბრალოდ, დასერილი აქვთ, უბრალოდ ჩამოსობილი აქვთ [დანა]. ჩვენ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გვინდა, რომ საქმეზე დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება" - თქვა ზაზა მესხმა.

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე კლუბის დაცვის წევრების და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები