17 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 17 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები