ვითარება საავტომობილო გზებზე

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარები