სუმო

ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი იმპერატორის თასის გამარჯვებულია

Japan Times

ჰაცუ ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გამარჯვებული ცნობილია. საიმპერატორო თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძეა, რომელმაც იაპონელი შოჰოძანი დაამარცხა.

სუმოს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაშოს გამარჯვებული ევროპელი გახდა. 

სხვა დროს საიმპერატორო თასი დასავლეთის ქვეყნებიდან მხოლოდ 2008 ბულგარელმა სუმოისტმა კოტოშუ კაცუნორიმ, 2012 წელს კი ესტონელმა ბარუტო კაიტომ მოიგეს. 

ჩატარებული 14 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 13-ში გაიმარჯვა, რაც ბაშოზე საუკეთესო მაჩვენებელია. მას კიდევ ერთი ბრძოლა აქვს ჩასატარებელი, თუმცა მის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს. 

ტურნირის გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი რანგით დაწინაურდება. მისი რანგი ახლა მეაგაშირაა. ტოჩინოშინს აქვს შანსი, 2 საფეხურით დაწინაურდეს და სეკივაკე გახდეს. სეკივაკე ​სუმოს ყველაზე მაღალი რანგის, იოკოძუნას შემდეგ მესამეა.

კომენტარები