ამერიკაში, ნიუ იორკში, მამაკაცმა 10 დოლარად შეძენილ ლატარიის ბილეთში 1 მილიონი დოლარი მოიგო. 3 კვირაში, ის მოულოდნელად გარდაიცვალა. 51 წლის დონალდ სავატანოს ექიმებმა მეოთხე სტადიის კიბო დაუსვეს დიაგნოზად.
ლატარიის კომპანიის წესების თანახმად, მოგებული თანხის აღება ეტაპობრივად არის შესაძლებელი, გარდაცვლილმა კი, მხოლოდ თანხის ნაწილი 661,800 დოლარი აიღო.