პოლიცია

მოსამართლემ მეტროში დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

facebook.com/EgnateShmugia

მოსამართლემ მეტრო თავისუფლების მოედანზე დაკავებული პირები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"მარჯვენა მხარეს იყო ჩოჩქოლი, რაზეც გავამახვილე ყურადღება რამოდენიმე წამის ინტერვალით ისიც არაფერი უბრალოდ შემოვბრუნდი, გავარგძელე გზა. ჩემგან არანაირი გამოწვევა არ ყოფილა,"- განაცხადა სილაგაძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

შსს-ის ცნობით, მეტროსადგურთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. მათივე ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. 

"იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,"- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ თბილისში, მეტრო თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. თვითმხილველებმა შემთხვევა გადაიღეს, სადაც ასახულია თუ როგორ აკავებენ ერთ პირს.პოლიციამ პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 166-ე და 173 მუხლების დარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მომდევნო პროცესი 2 თებერვალს არის ჩანიშნული.

კომენტარები