მეტრო ვარკეთილი კომპანია "ყვარელრემმშენმა" გაარემონტა, დაიხარჯა 347.848 ათასი ლარი

ტაბულა

მეტროსადგურ ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა. სამუშაოები თბილისის ბიუჯეტს 347 ათას 848 ლარი დაუჯდა.

კომპანიის დირექტორი გიორგი ჯოხარიძეა. ტაბულამ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა, სატენდერო დოკუმენტაცია მითითებული ნომერი მას არ ეკუთვნის.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ამავე კომპანიამ გაარემონტა მეტროსადგური "ახმეტელის თეატრიც". შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით კი, "ყვარელრემმშენმა" 2016 წლის 3 ნოემბერს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და ხელშეკრულება კომპანია "დამბას" გაუფორმდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "დამბამ" მეტროსადგური "ახმეტელის თეატრის" რემონტის სანაცვლოდ, 523 ათას 214 ლარი მიიღო.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დღეს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები