ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

კომპანია "ყვარელრემმშენის" წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან

Facebook/ ფოტო ხელოვნება

კომპანია „ყვარელრემმშენის“ წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს. კომპანიის წარმომადგენლები დაკითხვაზე დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებიან. 

ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროსადგრუში ჭერი დრეს დილით ჩამოინგრა. შედეგეად 14 ადამიანი დაშავდა. მეტრო-სადგური 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და ის სწორედ "ყვარელრემმშენმა" გაარემონტა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს. 

კომენტარები