CRRC: ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 41%, ევროკავშირში - 45%

U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, 25% კი ძირითადად მხარს უჭერს.

მოწინააღმდეგეა 20%, აქედან 12% საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს საერთოდ არ უჭერს, 8% კი ძირითადად არ უჭერს მხარს.

გამოკითხულთა 26% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ნაწილობრივ უჭერს მხარს და ნაწილობრივ არა.

13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის ან უარს აცხადებს.

გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებასს ევროკავშირში, მათგან 28% ამას ძირითადად უჭერს მხარს, 17% კი სრულად. 14%-ია მოწინააღმდეგე, ხოლო პასუხს - "ნაწილობრივ კი, ნაწილობრივ არა", აფიქსირებს გამოკითხულთა 28%. არ ვიცი/უარი პასუხზე - 13%.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, საერთოდ არ უჭერს მხარს 26%, ძირითადად არ უჭერს მხარს 12%, ნაწილობრივ უჭერს მხარს და ნაწილობრივ – არა 24%, ძირითადად უჭერს მხარს 12%, სრულად უჭერს მხარს 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 18%.

CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევის, "კავკასიის ბარომეტრის"საველე სამუშაოები 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა 2379 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები