ოქროს მაღარო

სამხრეთ აფრიკაში, 2 დღის მანძილზე მაღაროში ჩარჩენილი 955 მუშა უვნებლად ამოიყვანეს

AFP

სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მომპოვებელ მაღაროში ჩარჩენილი 955 მუშა უვნებლად ამოიყვანეს. ისინი 1 კილომეტრის სიღრმეზე, ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შტორმის გამო, ოქროს მომპოვებელ მაღაროს ელექტროენერგიის მიწოდება ოთხშაბათს შეუწყდა, რის გამოც, ლიფტი გაითიშა. მაშველები 1000-მდე მუშის ამოყვანას მას შემდეგ ცდილობდნენ.

მაღაროდან ამოყვანილი მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოქროს მომპოვებელი კომპანიის სპიკერის თქმით, "იყო დეჰიდრატაციის და მაღალი წნევის შემთხვევები, მაგრამ სერიოზული არაფერია".

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა წამყვანი სახელმწიფოა ოქროს მოპოვებაში. თუმცა, BBC-ის ცნობით, უსაფრთხოების მხრივ, კითხვის ნიშნები დგას.

კომენტარები