მიხეილ სააკაშვილი

კიევის სააპელაციომ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

Reuters

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც მას საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი, და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს გადწყვეტილება უკრაინის მთავრობას სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საფუძველს აძლევს.

“ამგვარად მე ვკარგავ უკრაინაში ყოფნის სტატუსს. ეს პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილებაა და არა სასამართლოსი”,- წერს სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემდეგი ინსტანციის სასამართლოში შეუძლია. 

კომენტარები