შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი, მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
"ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენი მიზანია დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული", -აცხადებს უწყება.