Falcon Heavy

გიგანტური ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში გაუშვეს - აფრენამ წარმატებით ჩაიარა

Space X

Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy, რომლის მიზანიც მარსის ორბიტაზე გასვლაა, კოსმოსში გაეშვა. 

ეს ხომალდის სატესტო გაფრენაა. აფრენამ წარმატებით ჩაიარა. ნასას კენედის კოსმოსურ სადგურზე წარმატებით დაბრუნდნენ გვერდითი ამაჩქარებლებიც. 

თუმცა, ხომალდის აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალი შეწყდა. სიგნალი მალევე აღდგა. Space X-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა Twitter-ზე წერენ, რომ ხომალდის ძირითადი ძრავი, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოვიდა. 

როდესაც ხომალდი კოსმოსში გავიდა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში  დევიდ ბოუვის ლეგენდარული სიმღერა, Starman ჩაირთო.


Falcon Heavy-ის გაშვება თბილისის დროით 22:30 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ მასკმა დაწერა, რომ ატმოსფერული ქარი დასაშვებზე 20%-ით მეტი იყო, ამიტომ გაშვებამ რამდენიმე საათით გადაიწია. 

ილონ მასკის შექმნილი Falcon Heavy მზის გარშემო მარსის ორბიტაზე ასევე მის მიერ შექმნილ ელექტრო მანქანას, Tesla Roadster-ს გაიყვანს. ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. 

Falcon Heavy სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია. მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია.

Space X ამბობს, რომ საწვავი, მგზავრები, ეკიპაჟი, ტვირთი - Falcon Heavy-ის შეუძლია ორჯერ მეტი გადაიტანოს და გადაიყვანოს, ვიდრე მანამდე გამოშვებულ უახლესი ოპერაციის მანქანას, Delta IV Heavy-ის.

ხომალდის გაშვებამდე ილონ მასკმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი გაშვება წარმატებით ჩაივლის, მომავალში Falcon Heavy ადამიანების მარსზე გადაიყვანს - ილონ მასკმა ხომალდი სწორედ ამ მიზნით შექმნა. 

კომენტარები