Falcon Heavy

ამინდი 90%-ით ხელსაყრელია - 2 საათზე ნაკლებ დროში Falcon Heavy კოსმოსში გაეშვება

Space X

2 საათზე ნაკლებ დროში Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვება. Space X აცხადებს, რომ ამინდი ამისთვის 90%-ით ხელსაყრელია. 

ხომალდის კოსმოსში გაშვების ნახვა პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმშია შესაძლებელი. Space X აცხადებს, რომ ლაივი გაშვებამდე 20 წუთით ადრე ჩაირთვება. 

ხომალდის გაშვება თბილისის დროით 22:30 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ მასკმა დაწერა, რომ ატმოსფერული ქარი დასაშვებზე 20%-ით მეტი იყო, ამიტომ გაშვებამ რამდენიმე საათით გადაიწია. 

ილონ მასკის შექმნილი Falcon Heavy მზის გარშემო მარსის ორბიტაზე ასევე მის მიერ შექმნილ ელექტრო მანქანას, Tesla Roadster-ს გაიყვანს. ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. 

ილონ მასკი ამბობს, რომ მაშინ, როცა ხომალდი მარსის ორბიტაზე გავა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში დევიდ ბოუვის ლეგენდარული სიმღერა, Starman ჩაირთვება. 

Falcon Heavy სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია. მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია.

Space X ამბობს, რომ საწვავი, მგზავრები, ეკიპაჟი, ტვირთი - Falcon Heavy-ის შეუძლია ორჯერ მეტი გადაიტანოს და გადაიყვანოს, ვიდრე მანამდე გამოშვებულ უახლესი ოპერაციის მანქანას, Delta IVHeavy-ის.

რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, წარმატებით ჩაივლის თუ არა Falcon Heavy-ის გაშვება. თუმცა, ილონ მასკი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი გაშვება წარმატებით ჩაივლის, Falcon Heavy ადამიანების მარსზე გადაყვანას შეძლებს - ილონ მასკმა ხომალდი სწორედ ამ მიზნით შექმნა. 

კომენტარები