ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

usnews.com

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა. 

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვრიდან - 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.კ. მეუღლეს ს.ც.-ს ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა. ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ს.ც.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორ ეპიზოდზე წარედგინა, რაც, ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები