ერთნაირსქესიანთა ქორწინება

მცხობელი, ვინც ლგბტ წყვილისთვის საქორწინო ტორტის დამზადებაზე უარი თქვა, გაამართლეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვვეტილებით, მცხობელს უფლება აქვს, ლგბტ წყვილს საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე საქორწინო ტორტის დამზადებაზე უარი უთხრას.

საცხობის მეპატრონის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილისათვის ტორტის დამზადება მისი კლიენტის რელიგიურ შეხედულებებს და გამოხატვას დაარღვევდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტორტის დამზადება გამოხატვის არტისტული საშუალებაა და ამიტომ შტატის ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ არღვევს.

"საქორწინო ტორტი გამოხატვის თავისუფლების ჭრილში მხოლოდ ნამცხვარი არ არის. ეს არის გამოხატვის მხატვრული საშუალება იმ ადამიანისა, ვინც მას ამზადებს და გამოიყენება როგორც ქორწინების აღნიშვნის დეკორატიული ნივთი." გადაწყვიტა მოსამართლემ. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მხოლოდ საქორწინო ტორტს შეეხება და სხვა შემთხვევებში ლგბტ პირებისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმა დისკრიმინაციული იქნება.

საცხობის მეპატრონის, კეტი მილერის თქმით, ის მოხარულია მოემსახუროს ყველას, მაგრამ არ სურს იყოს იმის ნაწილი, რაც მისი უფლის წინააღმდეგ მიდის.

დავა მაშინ დაიწყო, როდესაც მილერმა მირეია და ეილინ როდრიგესების მიერ საქორწინო ტორტის შეკვეთაზე უარი თქვა, რადგან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს და ისინი სხვა საცხობში გადაამისამართა. წყვილმა მცხობელს დისკრიმინაციის გამო უჩივლა.

მსგავსი საქმე კოლორადოს სასამართლოშიც განიხილება. ამ შემთხვევაში მცხობელი ჯეკ ფილიპსი აცხადებს, რომ მას შეუძლია, უარი უთხრას ერთნაირსქესიან წყვილებს მომსახურებაზე, რადგან ამის უფლებას კონსტიტუციის გამოხატვის და რელიგიის თავისუფლების შესახებ მუხლი აძლევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები