საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთვის სპეცრაზმი გაგზავნეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში, სასტუმრო Fairmont Grand-ში "ალფა" გაგზავნა.
"ყველანი მივდივართ იქ", - წერს საყვარელიძე.
სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 2017 წლის 5 დეკემბერს კიევში, საკუთარ სახლის სახურავზე დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატომრა მომხრეებთან ერთად რადასთან აქციებს მართავდა, უკრაინის შსს-მ კი მასზე ძებნა გამოაცხადა.
8 დეკემბერს სააკაშვილი ისევ დააკავეს, თუმცა 11 დეკემბერს უკრაინის პეჩორის სასამართლომ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.