ავიაკატასტროფა

კოლორადოს დიდ კანიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა

CNN

კოლორადოს დიდ კანიონში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც პილოტი და 6 მგზავრი იმყოფებოდა.

დაიღუპა 3 ადამიანი. დაშავებულების კანიონიდან ამოყვანას ხელს რთული რელიეფი უშლის.

კომპანია, რომელსაც ვერტმფრენი ეკუთვნის კანიონში ტურისტებისთვის ფრენებს ახორციელებს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები