მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედია: სავარაუდოდ, სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება

0 კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის დაკავება ფოტო: Reuters

დაკავებული მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება - ამის შესახებ ТСН.uа წყაროზე დაყრდნობით წერს.

"დიახ, ეს დეპორტაციაა. დეპორტაცია ევროპაში", - აღნიშნა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან.

ამავდროულად, სხვა მაღალჩინოსანი ТСН.uа-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დეპორტირება მოხდება არა ნიდერლანდებში, სადაც მას მხოლოდ საკუთარი სურვილით შეეძლო წასვლა.

"ამას ჰქვია რეადმისია - არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა", - დაამატა გამოცემის წყარომ.

ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება, საიდანაც ის 2017 წლის სექტემბერში შევიდა უკრაინაში.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს. unian-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი დააკავა, "სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის" ფორმები ეცვათ. რესტორანში შევარდნის ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებასთან არაფერ შუაში არიან. უწყების პრესსპიკერის, ლარისა სარგანის თქმით, "ყველა მოქმედება, რაც ახლა მიმდინარეობს, მათი კომპეტენციის მიღმაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუფი

კომენტარები