საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია

მღვდელი მანქანას ყიდის, რომ თანხა მონასტრების აშენებასა და გაჭირვებულებს მოახმაროს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/iona.ninevieli

მღვდელი იონა ნინივირლი ნაჩუქარ, ახალ მანქანას ყიდის, რათა მისი თქმით, თანხა მონასტრების მშენებლობასა და გაჭირვებულებს მოახმაროს. 

"ქრისტესმიერო საყვარელო დანო და ძმანო, მე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს მანქანა, ჩემი [ძველი] მანქანა აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და რომელიც არის 19 წლის. მე გადავწყვიტე, რომ გავყიდო [ნაჩუქარი] მანქანა და აქედან ამოღებული თანხა მოვახმარო ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც განსაკუთრებულად ჭირდებათ ფინანსური დახმარება. ღმერთმა დაგლოცოთ." - ამბობს მღვდელი ვიდეოში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები