ზამთრის ოლიმპიადა 2018

ტრიბუნაზე კიმ ჩენ ინის ორეულის გამოჩენამ ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები დააბნია

channelnewsasia

ზამთრის ოლიმპიადაზე, ჰოკეის მატჩზე, როდესაც ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა, მაყურებლებს შორის კიმ ჩენ ინის ორეული გამოჩნდა. ამან ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები დააბნია. დიქტატორის ორეული მათ გვერდით დაჯდა, თუმცა დაცვამ მოედნიდან მალევე გაიყვანა. 

როგორც მან მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, ავსტრალიელია და ჰოვარდი ჰქვია. 

"მე გულშემატკივრების წინ გამოვიარე და ხელს ვიქნევდი, მაგრა შემდეგ არსაიდან სამი უხეში კაცი გაჩნდა, რომლებსაც უნიფორმები არ ეცვათ. მათ ხელი მკლავში მტაცეს და გამომიყვანეს. ისინი გაბრაზდნენ, იმიტომ რომ გაერთიანებული კორეის დროშას ვაფრიალებდი და წვივებში მირტყამდნენ. მათ არ დავუკავებივარ - დატყვევებული ვიყავი". 

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ეს კიმ ჩენ ინის ორეულის მეორე გამოჩენაა. გახსნის ცერემონიალზე "ყალბი კიმი" დონალდ ტრამპის ორეულთან ერთად გამოჩნდა. 


ფოტო: channelnewsasia

კომენტარები