მილიონი ხე

მერიამ 19 ათასით მეტი ორმო ამოთხარა, ვიდრე ხე დარგო

0 კომენტარი
დავით ნარმანია ფოტო: ici.ge

2015 წლის გაზაფხულზე თბილისის მერიის დაკვეთით 91,257 ორმო ამოითხარა, საიდანაც 72,043 ორმოში ხე დაირგო. სხვაობა ორმოებსა და ნერგებს შორის 19,214-ია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, უცნობია თუ რა ბედი ეწიათ მეტობით ამოთხრილ ორმოებს.

1/3 იმ ხეების, რომლებიც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2015 წელს დაირგო გახმა ან აღარ არსებობს - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა. საუბარია 398,000 ხის 1/3-ზე ანუ დაახლოებით 132,000 ხეზე. 

მილიონი ხის დარგვა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

2015-2016 წლებში გამწვანების პროგრამაზე 24.7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხეების დარგვის პროცესი ძირითადად ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით წარიმართა. აუდიტი მიუთითებს მერიასა და კერძო კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის იმ დეტალზე, რომ ხელშეკრულებით გამხმარი ნარგავების ჩანაცვლების პირობა არ იყო გათვალისწინებული.

აუდიტის მიხედვით, მერიამ ცალკეულ შემთხვევებში ვერ გამოიყენა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. 

თბილისის მერიას ზოგიერთი ხელშეკრულებაში არ ჰქონდა შერჩეული სათანადო ტერიტორია ხე-მცენარეების განაშენიანებისათვის და ნარგავები გადასცა თბილისის რაიონის გამგეობებს. გამგეობების მიერ დარგული ნარგავების ძირითადი ნაწილი კი გახმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები