ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი

ბორჯომი–ბაკურიანის მატარებელი მოძრაობისას რელსიდან გადავიდა

პირველი არხი

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, მატარებლის ბორბალი ლიანდაგებს შორის ჩავარდა და მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებიდან არავინ დაშავებულა და მათ მგზავრობის საფასური უკან დაუბრუნდათ და სხვა ტრანსპორტი მოემსახურათ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რკინიგზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. 

კომენტარები