მკვლელობა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის ერთ-ერთ ფერმაში, აზერბაიჯანის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღვოდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კაზლარში დააკვეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები