ქართული ღვინო იაპონიაში

იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

იაპონიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. პრეზენტაცია ტოკიოსა და ოსაკაში გაიმართა.

ტოკიოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში, ლევან ცინცაძე და სუმოს ჰაცუ ბაშუს ქართველი გამარჯვებული, ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი დაესწრნენ. 

ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.

დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში იაპონიაში ღვინის ერთადერთი ​მაგისტრია. ის სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს წარმოადგენს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.

ტოკიოში, სასტუმრო “Conrad Tokyo“-ში საერთაშორისო კონკურს Japan Wine Challenge-ის მე-20 საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება და გალა ვახშამი გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა. გამარჯვებულთა შორის ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები