ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო გზავნილებში განბაჟების ზღვრის 500 ლარამდე გაზრდას ითხოვს

Amazon

საპარლამენტო უმცირესობა დღეს პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საფოსტო გზავნილებში განბაჟების მინიმალური ზღვარი დღეს არსბეული 300 ლარიდან 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. 

ლარის გაუფასურებამ ინტერნეტმოვაჭრეები მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგანაც მაგალითად, 2012 წელს შესაძლებელი იყო $180 დოლარიანი ამანათის გამოწერა ისე, რომ მას 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გადაეხადა. დღეისთვის კი მხოლოდ $120 დოლარის ამანათის გამოწერაა შესაძლებელი ისე, რომ მასზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გავრცელდეს. განბაჟების ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში მოქალაქეებს დაახლოებით $200 დოლარის ამანათების დღგ-ს გარეშე გამოწერა შეეძლებათ.

განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა, იქამდე 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500 ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა.

მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ 1500-ლარიანი ლიმიტი "არაკეთილსინდისიერ" ბიზნესს უწყობდა ხელს, რომ პირები 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს, ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ნაკლებ ფასში ყიდდნენ, რითაც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ ლიმიტი 300 ლარამდე შემცირდა.

კომენტარები