მარგველაშვილი პარლამენტს ე.წ გირგვლიანის შესწორებების მიღებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს "გირგვლიანის შესწორებების" მიღებისკენ მოუწოდებს. მარგველაშვილმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან თქვა. 

"პირველ რიგში, მინდა მოუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ "გირგვლიანის შესწორებები", რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო, ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში. შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს", - თქვა მარგველაშვილმა. 

ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება 29 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ცვლილებები "უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას". 

თუმცა, მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს ე.წ გირგვლიანის შესწორებები. 

კომენტარები