MMA

ქართველმა MMA მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ მოსკოვში რუსს სცემა და ჩემპიონი გახდა

ქართველი მებრძოლები

ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ შერეული საბრძოლო ხელოვნების - ММА-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. 22 წლის გოგო, რომელსაც მეტსახელად "მგელს" უწოდებენ, 29 წლის რუს მარინა მოხნატკინას 61,2 კგ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი გოგო MMA-ის მსოფლიო ჩემპიონი ხდება. 

ჩემპიონატი მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "როსიაში" გაიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად 5 რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო. საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვებულად სწორედ ლიანა ჯოჯუა გამოაცხადეს. 

კომენტარები