MMA

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა: ჩემი შვილი მკაცრად დაისჯება

MMA-ს​ დაღესტნელი მებრძოლის, ხაბიბ​ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი, რომელიც მებრძოლის მწვრთნელიცაა, შვილის საქციელის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ხაბიბი სათანადოდ დაისჯება. ამის შესახებ მან გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა.  

"ის ფეხებით წინ გადახტა, ეს მიუღებელია, მე ძალიან აღვშფოთდი",-ამბობს უფროსი ნურმაგომედოვი

მისივე თქმით, UFC-ის მიერ დანიშნულ სანქციებზე უფრო მკაცრს ზომებს მიმართავს. "უნდა იყოს დისციპლინა და წესრიგი",- ამბობს ის. 

MMA-ის​ "საუკუნის ბრძოლად" დასახელებულ მატჩში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ ხაბიბის ერთ-ერთი გულშემატკივარი რინგზე ავიდა და მაკგრეგორს დაარტყა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ ვითარებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ამის შემდეგ მაკგრეგორმა რინგი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა თქვა, რომ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი სამი ადამიანი დაკავებულია. 

დანა უაითმა ხაბიბს არც გამარჯვებულის ქამარი გადასცა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მაკგრეგორის გულშემატკივრების გაღიზიანებას გამოიწვევდა. 

ნურმაგომედოვმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის არასწორ საქციელზე მაშინ, როცა ირლანდიელი "მის რელიგიას შეეხო". მისივე თქმით, ირლანდიელის დამარცხება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად მიულოცა.

კომენტარები