MMA

ხაბიბი: ბრძოლის შემდეგ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობს

ხაბიბი: ბრძოლის შემდეგ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობს

ხაბიბ ნურმაგომედოვმა თქვა, რომ კონორ მაკგრეგორის დამარცხება მას რუსეთის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა. 

"ბრძოლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა დამირეკა, გამარჯვება მომილოცა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობს"

MMA-ს დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ​ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდგომი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის არასწორ საქციელზე მაშინ, როცა ირლანდიელი "მის რელიგიას შეეხო". 

ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ხაბიბმა მაკგრეგორი დაამარცხა, დარბაზში არეულობა იყო. გამარჯვების შემდეგ ხაბიბის ერთ-ერთი გულშემატკივარი რინგზე ავიდა და მაკგრეგორს დაარტყა. იქამდე კი თავად ხაბიბი ოქტაგონის ბადეს გადაახტა და გულშემატკივრებთან ჩავიდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ ვითარებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ამის შემდეგ მაკგრეგორმა რინგი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა თქვა, რომ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი სამი ადამიანი დაკავებულია. 

დანა უაითმა ხაბიბს არც გამარჯვებულის ქამარი გადასცა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მაკგრეგორის გულშემატკივრების გაღიზიანებას გამოიწვევდა. 

კომენტარები