არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სუს-ი: ჩვენი მოთხოვნით, ტატუნაშვილის საქმეზე ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა

ამერიკის ხმა

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, "შეხევდრაზე განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების -ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები." მათივე ინფორმაციით შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ჩაინიშნა. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

კომენტარები