მიშელ ობამა

მიშელ ობამა მემუარებს გამოსცემს

instagram.com/michelleobama

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა მემუარებს გამოსცემს.

ამის შესახებ ობამამ საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა. წიგნი 2018 წლის, 13 ნოემბერს გამოვა და მას "Becoming" ერქმევა.

"წერა არის ძალიან პერსონალური გამოცდილების გაზიარება. ამ ყველაფერმა ცხოვრებაში პირველად უფლება მომცა, რომ გამომახეტა ჩემი ცხოვრების დაუგეგმავი ტრაექტორიები. ამ წიგნში ვისაუბრებ ჩემს ფესვებზე - როგორ იპოვა სამხრეთ ჩიკაგოელმა გოგომ ხმა და განივითარა ძალა, რომ ეს ხმა სხვების გასაძლიერებლადაც გამოეყენებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თავგადასავალი შთააგონებს მკითხველს, რომ იპოვონ სიმამაცე გახდნენ ისეთები, რისკენაც მიისწრაფიან. ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ ჩემს ამბავს." - წერს მიშელ ობამა.

კომენტარები