ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანში მამაკაცი მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ყელი აქვს გამოჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დაზიანებებს ექსპერტიზა დაადგენს.