ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად სავარაუდოდ, 6 ბავშვი დაშავდა

ტაბულა

ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა.

ექვსივე დაშავებული ბავშვია.

მათი ნაწილი ამტელ ჰოსპიტალში, ნაწილი კი - ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მათთან სამი ბავშვი შეიყვანეს, თუმცა მათი ასაკი ამ დროისთვის უცნობია. კლინიკაში მყოფი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა და განსაკუთრებულად მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. ერთის კი მძიმეა და მას ამ წუთებში ნეიროქირურგი უკეთებს ოპერაციას.

სამი ბავშვი გადაყვანილია ამტელ ჰოსპიტალშიც. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები