შსს

გორში მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს აღიარებს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების შიდა ქართულის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

არასრულწლოვანი ბრალდებული 2001 წელსაა დაბადებული. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.შ. მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მათთან სტუმრობის დროს სახლიდან მაღაზიის გასაღები მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შევიდა. 

"გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს - სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს,"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ის ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები