კრიმინალი

სოფელ ცაიშში ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა

flickr

ზუგდიდის სოფელ ცაიშში, ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა.

მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები