ტექდათვალიერება

ტესტირებაზე გასული ავტომობილების 25%-მა ტექდათვალიერების მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა

Bayram Isgandarov / newscafe.ge

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩექრეზიშვილმა ipn-ის ინფომრაციით განაცხადა, რომ იმ ავტოლობილების 25%-მა, რომლებიც იანვრიდან დღემდე ტექნიკურ შემოწმებაზე იყვნენ დათვალიერება წარმატებით ვერ გაიარეს, რის გამოც მათ გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ. 

2018 წლის იანვარ-თებერვალში ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11,457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც 2,935-მა მიმინალური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის ტექდათვალიერების გავლა მხოლოდ 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებს, ასევე იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს უწევთ, 2019 წლიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის იქნება სავალდებულო.

სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი დარღვევები სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან მიმართებით დაფიქსირდა. 

რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს მოსახლეობას ტექდათვალიერება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

    მოძველებული ავტოპარკი კი ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ტესტირების წარმატებით გავლისთვის გარკვეული დანახარჯების გაღება მოუწევთ, რაც მათთვის ტესტირების ღირებულებასთან (60 ლართან) ერთად დამატებით დანახარჯს წარმოადგენს.

    1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის პირობებში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

    რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

    ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ სავარაუდოდ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

    ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

    თუ ჩაჭრის მაჩვენებელი მომავალშიც 25%-ზე შენარჩუნდა, გამოვა რომ ტესტირების პირველ ჯერზე 297 ათასი ავტომობილი ჩაიჭრება. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის "ჩაჭრილი" ავტომობილების შეკეთების მთლიანი ხარჯები ასეთი შეიძლება იყოს:

    297,000 X 500 = 148,750,000 ლარი

    შესაბამისად, განმეორებით ტესტირებაზე ავტომობილების მიყვანა მოსახლეობას 148 მილიონი შეიძლება დაუჯდეს. არსებობს რისკი, რომ ავტომობილმა განმეორებითი ტესტირებაც ვერ დააკმაყოფილოს, ამ შემთხვევაში მას მოძრაობის უფლება სრულად შეუჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ ჯართად იქცევა. თურქეთის შემთხვევაში, ტექდათვალიერების ამოქმედების შედეგად ავტოპარკის 3-4%-ს მოუწია გაჩერება. 

    რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ავტომობილებმა გაიგეთ ბმულზე.

    კომენტარები