8 მარტი

მაკდონალდსმა 8 მარტის მხარდასაჭერად ლოგო "M" ამოატრიალა

cnbc.com

ქალების საერთაშორისო დღის მხარდასაჭერად, კალიფორნიაში, მაკდონალდსმა ლოგო "M" ამოტრიალა, რათა ლოგო Woman-ის [ქალი] პირველი ასო "W"გამხდარიყო.

კომპანიის წარმომადგენელმა Bussines Insider-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი ქალის მხარდასაჭერად გაკეთდა.

"[ამ ქმედებით] აღვნიშნავთ და მხარს ვუჭერთ ქალებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ჩვენ, ჩვენი ლეგენდარული თაღი "M" ამოვატრიალეთ, რათა ამით გამოვხატოთ მხარდაჭერა ქალთა საერთაშორისო დღის მიმართ" - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომენტარები