აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ისტორიული შეხვედრა - ტრამპი დათანხმდა ფხენიანის შეთავაზებას, შეხვდეს კიმ ჩენ ინს

flickr

დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა ფხენიანის მოწვევას და ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება.

უპრეცენდენტო შეხვედრის შესახებ განცხადება ვაშინგტონში მყოფმა ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს, რომლებმაც თქვეს, რომ შეხვედრა, დაახლოებით, მაისის თვეში შედგება. 

BBC-ის ცნობით, ფხენიანიდან ჩასულმა მაღალჩინოსნებმა ტრამპს კიმ ჩენ ინის სიტყვიერი შეტყობინება გადასცეს და თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. 

ტრამპი აცხადდებს, რომ ეს ნაბიჯი დიდი პროგრესია, თუმცა ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები იქამდე დარჩება, სანამ მხარეები მყარ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

კომენტარები