ქარი

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - საგანგებო სიტუაციების სამსახურის რჩევები

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს აძლევს რჩევებს, როგორ მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და გარეთ. 

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ:

  • იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი
  • დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები)
  • დარეკეთ 112-ზე
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას
  • დაელოდეთ სამაშველო რაზმს

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:

  • მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად
  • დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან
  • მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში. 

ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

სამსახური აცხადებს, რომ ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები