აშშ

პენტაგონი: ტანკები ვაშინგტონში სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ

0 კომენტარი
ფოტო: unian.info

პენტაგონის განცხადებით დონლად ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი 11 ნოემბერს, ვეტერანთა დღეს იგეგმება.

განცხადების მიხედვით აღლუმში მონაწილეობას მხოლოდ მსუბუქი სამხედრო ტექნიკა მიიღებს. აღლუმში ტანკების მონაწილეობა ვაშინგტონის ინფრასტრუქტურისათვის ზიანის ასარიდებლად გამოირიცხა.

განცხადების მიხედვით აღლუმს სამხედრო თვითმფრინავები დაასრულებენ.

პენტაგონს აღლუმისათვის საჭირო თანხა არ დაუკონკრეტებია, თუმცა თეთრის სახლის ბიუჯეტის ხელმძღვანელმა კონგრესს განუცხადა, რომ აღლუმი შესაძლოა 10-დან 30 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პენტაგონს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ორგანიზება თებერვლის დასაწყისში დაავალა.

გავრცელებული ცნობით პრეზიდენტზე შთაბეჭდილება საფრანგეთში ბასტილიის დღეს გამართულმა აღლუმმა მოახდინა რომელსაც ოფიციალური ვიზიტის დროს დაესწრო. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდებული აღლუმი იყო, რაც კი უნახავს და მათ უნდა სცადონ აჯობონ ამას. გასულ სექტემბერს ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო აღლუმის გამართვა 4 ივლისს სურდა.

ვაშინგტონში სამხედრო აღლუმები, როგორც წესი, მხოლოდ სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები