ბირჟა მაფიას საქმე

GDI-მ ბირჟა მაფიას საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართა

0 კომენტარი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ბირჟა მაფიის საქმეზე, რეპ-ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიასთვის სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

GDI აცხადებს, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავება საეჭვოდ დაემთხვა მათი ახალი მუსიკალური კლიპის გასაჯაროებას, სადაც ავტორები პოლიციას აშარჟებდნენ. ამ გარემოებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ დაკავება მუსიკოსების სადამსჯელო ღონისძიება უფრო იყო, ვიდრე მათ მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურა.

2017 წლის 15 დეკემბერს კი თბილისის პროკურატურამ გიორგი ქებურიას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

GDI-ის მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ქებურიას უნდა აუნაზღაუროს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი, ჯამში 36 920 ლარის ოდენობით. გარდა ზიანის ანაზღაურებისა, აღნიშნული სამართლწარმოება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზრდას.

GDI ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ქებურიას ინტერესებს იცავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები