ივან სავიდისი

გუნდ PAOK-ის პრეზიდენტი ივან სავიდისი, მატჩის დროს მოედანზე იარაღით შეიჭრა

0 კომენტარი
ფოტო: thetimes.co.uk

საქართველოში დაბადებული, ბერძნული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი, ამჟამად ბერძნული გუნდის PAOK-ის პრეზიდენტი, ივან სავიდისი, მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე იარაღით შეიჭრა.

საბერძნეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი, მას შემდეგ შეწყდა, რაც 90-ე წუთზე აეკის კარში გატანილი გოლი, თამაშის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა და ამას არეულობა მოყვა. სწორედ, არ ჩათვლილი გოლის შემდეგ შეიჭრა მოედანზე ივან სავიდისი იარაღით და არბიტრს დაემუქრა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით აეკის მოთამაშეებს მოედანი დაატოვებინეს, თამაში კი ოფიციალურად გადადებულად გამოაცხადდა. ივან სავიდისს პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს.

ვინ არის ივან სავიდისი?

ივან სავიდისი საქართველოში დაბადებული, ბერძნული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენია. საბჭოთა ჯარში მსახურობის შემდეგ, სავიდისმა როსტოვის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1992 წელს სავიდისი თამბაქოს მწარმოებელი ფირმის "Donskoy Tabak"-ის დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე წელიწადში კი ის და მისი ცოლი ფირმის უმთავრესი წილის მფოლებელი გახდნენ.

ივან სავიდისმა რუსეთში გარდა ბიზნეს კარიერისა, პოლიტიკური კარიერაც შეიქმნა. 2003 წელს ის რუსეთის დუმას დეპუტატად აირჩიეს, 2007 წელს ის მეორედ, ამჯერად ვლადიმერ პუტინის პარტიიდან არჩეული დეპუტატი გახდა. სავიდისი დუმაში 2011 წლამდე საქმიანობდა.

ბერძნული გუნდის პაოკის უმთავრესი წილის მფლობელი ივან სავიდისი 2012 წელს გახდა. 2013 წელს ჟურნალმა ფორბსმა სავიდისი 30-ე უმდიდრეს რუს ბიზნესმენად დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ზაფხულის ბაშოზე

კომენტარები