სიღარიბე

პრემიერი: განვითარების გზა დასახულია, ის თანდათანობით აისახება ჩვენს მოქალაქეებზე

0 კომენტარი
პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი ფოტო: facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

"ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფასებისას.

2017 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16%-ით გაიზარდა. ინვესტიციების მოცულობამ $1.86 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის მიერ ნახსენებ ეკონომიკურ ზრდას, ის 2017 წელს წინასწარი მონაცემებით, 4.8% იყო.

რა არის მოსახლეობის შემოსავალი

ტაბულამ მოსახლეობის შემოსავლების შესახებ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ოფიციალური შემოსავალი (ხელფასი ან დივიდენდი, რომელიც ოფიციალურად იქნა აღრიცხული) საქართველოს მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს ჰქონდა. მათგან ყველაზე დიდი ნაწილის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია. 2017 წელს საქართველოს 230 ათას მოქალაქეს ჰქონდა თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 125 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს - 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი) მხოლოდ 9.6 ათას მოქალაქეს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.25%-ს აქვს.

სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები