ზვიად დევდარიანი

საია: ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, ვუცხადებთ მხარდაჭერას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა იმ ქალის უფლებების დასაცავად, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია.

"გვსურს ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, გამოვუცხადოთ საჯარო მხარდაჭერა და გამოვთქვათ მზადყოფნა, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, მათი უფლებების დასაცავად." - წერია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანი 10-მდე ქალის შევიწროებაში დღეს დილით დაადანაშაულა. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია.

კომენტარები